მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი და ინდონეზია სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან - რას მოიცავს დოკუმენტი?

ss
BM. GE
15.07.25 00:30
642

10-წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირმა და ინდონეზიამ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. მუშაობის პროცესი სექტემბრის თვეში დასრულდება.

CEPA-ს გაფორმების შემდეგ, მხარეები სოფლის მეურნეობის, ავტოინდუსტრიის, ციფრული ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში არსებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ. ტარიფები ინდონეზიიდან ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის 80%-ს სრულად მოეხსნება. ჩამონათვალში მოყვა პალმის ზეთი, ტექსტილის ნაწარმი და ზღვის პროდუქტები. სანაცვლოდ, ევროკავშირს ინდონეზიურ ქარხნულ დანადგარებსა და საავტომობილო ბაზარზე წვდომა გაეზრდება.

2024 წელს ინდონეზიასა და ევროკავშირს შორის €30-მილიარდიანი ეკონომიკური ბრუნვა დაფიქსირდა. მხარეები მოელიან, რომ სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები