2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. [საქსტატი ვაჭრობის მონაცემს 19 მარტს გამოაქვეყნებს]
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 33%-ით (407.4 ტონით), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის მთავარ საექსპორტო მიმართულებად კვლავ ევროკავშირის ქვეყნები რჩება. კერძოდ, პროდუქცია აქტიურად გადის იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში.
2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ევროკავშირის ბაზარზე ჯამში 9.9 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.
ევროპული ქვეყნების გარდა, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სირია — 944 ტონა;
- სომხეთი — 511 ტონა;
- რუსეთი — 473 ტონა.




























