მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი გაზზე საფასო ჭერის გახანგრძლივებას განიხილავს

ევროკავშირი

ევროკავშირი გაზზე ფასის ჭერის, რომელიც თებერვალში დაწესდა, გახანგრძლივებას განიხილავს. ევროკომისიის განცხადებით, საფასო ჭერს ნეგატიური გავლენა არ ჰქონია და წლიურ ჭრილში ბუნებრივი აირის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეის მდგომარეობით მეგავატი საათი ბუნებრივი აირი 49 ევრო ღირს.

2022 წლის თებერვალში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბუნებრივი აირის ფასის ლიმიტის დაწესების საკითხზე შეთანხმდნენ. მინისტრები ევროპული გაზის ბენჩმარკზე - Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორები მაშინ აცხადებდნენ, რომ ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები