მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი ისრაელს 2025-2027 წლებისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას გაუყინავს

შეზღუდვები

ღაზაში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დააანონსა. ამჯერად, საუბარია ინიციატივაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ევროკავშირი 2025-2027 წლებში ისრაელისთვის გამოყოფილ პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას გაყინავს. საუბარია თანხებზე, რომლებითაც უნდა დაფინანსებულიყო საჯარო სექტორი, მედიცინა, განათლება თუ ინფრასტრუქტურა.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, მსგავსი მკაფიო ნაბიჯების მიზეზი ისრაელის მიერ ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების მეორე მუხლის დარღვევაა. ამაში კი ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა იგულისხმება. კერძოდ, ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ჰუმანიტარული დახმარებების დაბლოკვა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახელებების შექმნა.

ინიციატივის დამტკიცებას ევროკავშირის წევრების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ისრაელი მომდევნო 2 წლის განმავლობაში $6.5 მილიონის დახმარებას დაკარგავს. ამასთან, გაჩერდება $15.1 მილიონის მიმდინარე პროექტების დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ისრაელის მიმართ მსგავს კრიტიკულ დამოკიდებულებას აქამდე არ იჩენდა, თუმცა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ვითარების დამძიმებამ და სამხედრო მოქმედებების კიდევ ერთი ფაზის დაწყებამ მათი პოზიცია შეცვალა. აქვე უნდა ითქვას, რომ გაერთიანების ზოგიერთი წევრი, მათ შორის იტალია და გერმანია ამ და სხვა ეკონომიკურ ნაბიჯებს მხარს არ უჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები