"სულაკაურის გამომცემლობის" PR-მენეჯერი, ია გელიტაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამომცემლობების დამოუკიდებლად მუშაობისთვის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მნიშვნელოვანია.
"ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საწინდარი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ გამომცემლობა იყოს დამოუკიდებელი და შევძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა და ჩვენი საქმის კეთება, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები", - აღნიშნა ია გელიტაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი როგორც ბიზნესს, ასევე თითოეულ ადამიანს აძლევს მეტ შესაძლებლობებს, - "სწორედ ეს შესაძლებლობებია მთავარი იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა და ბიზნესმა განავითაროს საკუთარი თავი ისე, როგორც მას სურს".
ცნობისთვის, სიმბოლურად წინასაარჩევნოდ, "სულაკაურის" წიგნის მაღაზიების ვიტრინებში ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" გამოიფინა.
"სულაკაურის გამომცემლობა ყოველთვის ეხმიანება საქართველოში მნიშვნელოვან მოვლენებს ჩვენი ავტორებით, წიგნებით, მათი ციტატებით, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე გარე გაყიდვების არხებში", - აღნიშნა "სულაკაურის გამომცემლობის" PR-მენეჯერმა.