მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მწვანე ენერგიის წარმოებით გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ასწრებს - კვლევა

განახლებადი ენერგი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Ember-ის გლობალური ელექტროენერგიის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი, მწვანე ელექტროენერგიის გენერაციით, მნიშვნელოვნად ასწრებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. კვლევის თანახმად, ბლოკის ფარგლებში 2023 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 44% განახლებადი წყაროებიდან იყო გენერირებული.

Ember-ის ინფორმაციით, ქარისა და მზის ენერგიის გენერაცია EU-ს მასშტაბით გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მეტიც, 2023 წელს განახლებადი ენერგიის გლობალური ზრდის 17% ევროკავშირზე მოდიოდა.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, მოხმარებულ ელექტროენერგიაში განახლებადი რესურსების წილი ყველაზე მაღალი, 20%, ჩილეში იყო. მას სამი ევროპული ქვეყანა მოსდევს: საბერძნეთი, უნგრეთი და ნიდერლანდები - შესაბამისად, 19%, 18% და 17%-ით.

როგორც Ember-ის ევროპული პროგრამის ხელმძღვანელი, სარა ბრაუნი აღნიშნავს, ევროკავშირში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება “ადრეულ ადაპტაციასა” და “ადრეულ მოქმედებასთან” არის დაკავშირებული. მისი განმარტებით, “მწვანე ევროპული შეთანხმება” აღმოჩნდა ინსტრუმენტი, რომელიც ამ დარგის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკას ქმნის.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომი კიდევ ერთი მიზეზია, რამაც ევროპის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლის აუცილებლობის საკითხი წამოჭრა. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება კი EU-ს მასშტაბით ენერგოტრანზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი აღმოჩნდა.

მიუხედავად ევროპის მასშტაბით დაწყებული ენერგოკრიზისისა, რამაც ენერგიაზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, ბრაუნი აღნიშნავს, რომ 2023 წლის ბოლოდან მოთხოვნის აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო და სტაბილურ ნიშნულს მიაღწია.

კვლევის თანახმად, ევროკავშირს აქვს საშუალება, 2030 წლისთვის ბლოკის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის 72% განახლებადი წყაროებიდან დააგენერიროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები