ევროკავშირი ემზადება რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტზე გადასახადის დაწესებისთვის. საუბარია, 1 ტონა მარცვლეულზე 95 ევროს ოდენობის გადასახადზე.
Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიზანი, ადგილობრივი ფერმერების პროტესტის ჩაცხრობასთან ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოწოდებების გათვალისწინებაცაა.
50%-იანი ტარიფი ასევე დაწესდება ზეთოვან თესლზე და მისგან მიღებულ პროდუქტებზე.
გადასახადი დაწესდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წესებით დაშვებულ მაქსიმალურ ზედა ზღვართან.
გამოცემა წერს, რომ რუსეთმა შესაძლოა საპასუხო მოქმედებები განახორციელოს.
მიუხედავად ამისა, 22 თებერვალს ლატვია იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტი.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან 2%-ით მეტი პროდუქცია იყიდს, ვიდრე 2021 წელს. რუსეთიდან ევროკავშირში შედის ყველა სახის საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - თევზი, მარცვლეული, ცხოველთა საკვები, ა.შ. ასევე რძის პროდუქტები, შაქრის საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.