მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი: ზაფხულში ტურისტული სეზონი გვექნება

5ebc29ca33b5e
თამთა ჯიჯავაძე
14.05.20 00:00
1306
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ეტაპობრივად საზღვრებზე შეზღუდვების შემსუბუქების წინადადებით გამოდის, რათა ტურისტული ინდუსტრია, რაც კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა, ნელ-ნელა ფეხზე წამოდგეს.

„ჩვენი მესიჯი ასეთია, რომ ჩვენ გვექნება ტურისტული სეზონი ამ ზაფხულსაც, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს უსაფრთხოების ზომების და შეზღუდვების გათვალისწინებას“, – ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტოლინიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის და შენგენის ზონის საზღვრები კვლავ დაკეტილია, თუმცა, ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მათი გახსნა.

ავსტრია და გერმანია არიან ბოლო ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც შეთანხმდნენ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაზე.

პარასკევიდან იქნება შემთხვევითი პრინციპით შემოწმებები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, 15 ივნისიდან კი უკვე თავისუფალი მიმოსვლა აღდგება.

„ჩვენ გვსურს, რომ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გავამარტივოთ და მორიგი ნაბიჯი გადავდგათ ნორმალური ცხოვრების აღსადგენად“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააფრთხილა მოგზაურები რომ ისინი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ 14-დღიან კარანტინს გაივლიან. თუმცა, კარანტინის გავლა არ იქნება საჭირო საფრანგეთსა და ირლანდიაში მოგზაურობის შემთხვევაში.

ტურიზმი ევროპის ეკონომიკის 10%-ს მოიცავს და მილიონობით სამუშაო ადგილი სწორედ ამ სექტორზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები