მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროკავშირის განცხადება უკიდურესად საგანგაშოა“ - რომან გოცირიძე სტანოს განცხადებაზე

რომან გოცირიძე

ევროკავშირის ეს განცხადება უკიდურესად საგანგაშოა, - ასე აფასებს პარლამენტარი რომან გოცირიძე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების განხილვის შესახებ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს მძიმედ აისახება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ირკვევა, კავშირი აპირებს დახმარების შეწყვეტას არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, რომელიც უკვე განხორციელდა, არამედ ყველა მიმართულებით. ეს უმძიმეს შედეგებს მოახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე, როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური კუთხით. ევროკავშირის ყველა სტრუქტურები, როგორიც არის საფინანსო ინსტიტუტები, ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ბანკები, როგორც ეს ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი, ისევე როგორც ამერიკის ასე ვთქვათ, მთავარი დონორებით შექმნილი ორგანიზაციები, როგორც არის მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე შეუწყვეტენ საქართველოს დახმარებას. ამათზე არის დამოკიდებული საქართველოს ფინანსური სტაბილურობა, მისი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.

როგორც ვხედავთ, ჩვენი დასავლელი მეგობრები საგანგებოდ სჯიან საქართველოს მთავრობას, მათ შორის იქნება უმძიმესი პერსონალი, სანქცია თუ სასჯელი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უღალატა ქვეყანას და გადაწყვიტა ემსახუროს და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. ღალატი დასჯადია, აი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი საქართველოს აი ამ პრორუსი ხელისუფლების მიმართ და მთავარი დამსჯელი იქნება ქართველი ხალხი ოქტომბერში“, - აცხადებს გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები