მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის მიერ ჩინურ ბანკებზე დაწესებულ სანქციებს პეკინი უპასუხოდ არ დატოვებს

ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის მიერ 2 საფინანსო ინსტიტუტისა და 5 კომპანიის დასანქცირება მკაცრად დაგმო. ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხარეებს შორის ვაჭრობასა და ფინანსურ კავშირებს საფრთხის წინაშე აყენებს. სამინისტრომ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დააანონსა, თუმცა რა იგულისხმება ნახსენებ “შესაბამის ნაბიჯებში”, ჯერ არ არის ცნობილი.

ცნობისთვის, 18 ივლისს ევროკავშირმა ჩინურ ბანკებს, Heihe Rural Commercial-ს, Suifenhe Rural Commercial-სა და 5 კომპანიას სანქციები დაადო. ოფიციალური ბრიუსელის ინფორმაციით, ისინი რუსეთს საერთაშორისო შეზღუდვებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ და ამისთვის კრიპტო-ვალუტასთან დაკავშირებულ ოპერაციებს იყენებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები