მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის პორტებში შემავალმა ხომალდებმა წარმომავლობის დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ - დანიის ინიციატივა

ახალი შეზღუდვები

დანიამ გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის პორტებში შემავალმა თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდმა ყველა ხომალდმა დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში რუსული გაზი არ შეაქვს. მოთხოვნილ საბუთებში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ ქვეყანაში დაიტვირთა ხომალდი ბუნებრივი აირით.

აღნიშნული იდეის წარდგენით დანია ამჟამად არსებული ყველაზე პრობლემური “ხვრელის” ამოვსებას ცდილობს. როგორც ცნობილია, რუსული გაზით დატვირთული ხომალდები პორტებში შესვლამდე დროშას იცვლიან, წარმომავლობის ყოველგვარ ნიშანს აქრობენ და სანქცირებულ რუსულ ბუნებრივ აირს ევროკავშირის ბაზარზე ყიდიან.

აღსანიშნავია, რომ თუ ოქტომბრის თვეში ჩანიშნული განხილვა დადებითი შედეგით დასრულდა და დანიამ წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა, ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად შევა. 2027 წლის ბოლოსთვის კი იმდენად დაინერგება, რომ ვერცერთ საეჭვო ხომალდი ევროკავშირში რუსული გაზის შეტანას ვეღარ შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები