მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის პროდუქტებზე აშშ-ის "სადამსჯელო ტარიფები" ძალაში დღეიდან შევიდა

5da964aa80975
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 15:00
1130
ამერიკის შეერთებული შტატების 25%-იანი სადამსჯელო ტარიფები ევროპულ პროუდქციაზე ძალაში დღეიდან შევიდა. მომატებული საბაჟო გადასახადები ფრანგულ და გერმანულ ღვინოზე, იტალიურ ყველზე, ესპანურ ზეთზე, ირლანდიურ კარაქსა და ა.შ მოქმედებს.


ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკულ ბაზარზე მომხმარებლები იაფ ალტერნატივას მიაგნებენ, ევროკავშირის ექსპორტი აშშ-ში დაეცემა.

საბაჟო ტარიფების შემოღების მიზეზი, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მრავალწლიანი დავაა, რომელიც ევროკავშირის მიერ კომპანია Airbus-ის, აშშ-ის მიერ კი მისი კონკურენტი Boeing-ის დაფინანსების გამო მიმდინარეობდა.

აშშ და ევროკავშირი ავიაკომპანიებისთვის გამოყოფილ თანხებს "უკანონო სუბსიდიებს" უწოდებენ და ერთმანეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი 2004 წლის 6 ოქტომბერს შეიტანეს.  2018 წლის მაისში ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ Airbus-ისითვის სუბსიდიების გამოყოფა Boeing-ის ინტერესების დარღვევად აღიარა.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში კი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ვაშინგტონს 7,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების დაწესების უფლება მისცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს აშშ-მა სპეციალური ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადის და ალუმინის პროდუქციაზეც შემოიღო. შედეგად, ბრიუსელმაც ამერიკულ საქონელზე საპასუხო ზომები აამოქმედა.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან კი თეთრი სახლი ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზეც სადამსჯელო ტარიფების დაწესებას აპირებს, როგორც ეკონომისტები აცხადებენ, თუ ეს ასე მოხდება,  მხარეებს შორის, შესაძლოა სავაჭრო დავის ესკალაცია განვითარდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები