მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის რომელ ქვეყნებშია სწავლის შეწყვეტის მაღალი მაჩვენებლები? - Eurostat

ევროკავშირი

2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 15-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანების 14.2%-ს სკოლა, უნივერსიტეტი ან ტრენინგის კურსი, ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც მიუტოვებია. Eurostat-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, თუ სად ფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებლები და რა მიზეზები დგას ამ გადაწყვეტილების უკან.

ე.წ. „დროპაუტის“ (სწავლის შეწყვეტის) ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდა, რაც ხშირად სასწავლო სისტემის მოქნილობითა და სტუდენტების მიერ პროგრამების ცვლილებით აიხსნება:

  • ნიდერლანდები: 32.2%

  • დანია: 27.1%

  • ლუქსემბურგი: 24.8%

  • ესტონეთი: 24.4%

  • ავსტრია: 22.3%
  • ფინეთი: 22%

  • ნორვეგია: 21.9%
  • ბელგია: 21.1%

  • საფრანგეთი: 19.8%
  • შვედეთი: 19.7%

საპირისპიროდ, სწავლის შეწყვეტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები შემდეგ ქვეყნებშია:

  • რუმინეთი: 1.5%

  • საბერძნეთი: 2.2%

  • ბულგარეთი: 3.5%

რატომ წყვეტენ ახალგაზრდები სწავლას?

კვლევამ გამოკვეთა ძირითადი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდები სასწავლო პროცესს ტოვებენ:

  1. შეუსაბამო მოლოდინები ან სირთულე: გამოკითხულთა უმრავლესობამ, 42.6%-მა, მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ პროგრამა არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინს ან იყო ზედმეტად რთული. ეს მიზეზი განსაკუთრებით ხშირია უმაღლესი განათლების საფეხურზე.

  2. ოჯახური ან პირადი მიზეზები: ეს ფაქტორი რესპონდენტთა 18.5%-მა დაასახელა.

  3. მუშაობის სურვილი: გამოკითხულთა 13.8%-მა სწავლას მუშაობის დაწყება არჩია.

  4. ფინანსური პრობლემები: მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა ფინანსური სირთულეები განათლების შეწყვეტის მთავარ მიზეზად, თუმცა ეს მაჩვენებელი უმაღლეს სასწავლებლებში ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო განათლების დონეზე.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯანმრთელობასთან ან შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მიზეზები უფრო ხშირად ფიქსირდება დაბალი განათლების საფეხურზე (11.1%), ვიდრე უმაღლესში (5.6%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები