რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დელეგაციას შეზღუდვები დაუწესა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დელეგაციას შეზღუდვები დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და იმ შემთხვევაში თუ ეს შეზღუდვები გაგრძელდება, ვერც მომავალში შეძლებენ“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება.