მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს" - რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?

რიკარდ იოზვიაკი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს ნაწილზე წერს. იოზვიაკის თანახმად, ანგარიშში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს, უნდა გამოქვეყნდეს წერია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს.

„მთავარ ხაზი 2026 წლის გაფართოების ანგარიშიდან: ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, ეს თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ზოგადად უვიზო რეჟიმს", - წერს იოზვიაკი.

ამას გარდა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და კვლავ გამეორებულია შეფასება, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ქაღალდზე ინარჩუნებს.

"2026 წლის გაფართოების ანგარიში: ძირითად სფეროებში უკუსვლა გრძელდება, რაც მიუთითებს, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს და ხელიდან უშვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა მოსამზადებელი ეტაპი ითვალისწინებს", - წერს იოზვიაკი.

ბრიუსელში, ევროკომისია დღეს წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს”. პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები