„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია და პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლაა.
"საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს საქართველოზე მოკლე განხილვა ჰქონდათ. პოზიცია არსებითად იგივე რჩება ქვეყანაში აღინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არის გარკვეული ინტერესი, რომ მუშაობა გაგრძელდეს პოლიტიკურ დონეს ქვემოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი", - წერს იოზვიაკი.
დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოზეც იმსჯელეს.
























