მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

დდ
BM. GE
06.11.23 22:00
72

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომა მიიღონ.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა კირბალთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები