მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ

რუსული კომპანიები

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ. როგორც Financial Times წერს, სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობით მოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.

ევროკომისიის განცხადებით, 21-ე პაკეტში შემავალი კომპანიები სანქცირებულ კომპანიებს მომსახურებას უწევდნენ ან გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

სანქციები მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; 11 კრიპტოპლატფორმას ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჯერჯერობით ბოლო 21-ე პაკეტი გუშინ, 9 ივნისს წარადგინა. ბრიუსელში ჟურნალისტებს ფონ დერ ლაიენმა განუცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ყველაზე მაღალი ზემოქმედების მქონე სექტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ევროკავშირმა აპრილის ბოლოს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები