საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით საქართველოს მთავარი ეკონომიკურ პარტნიორებთან სავაჭრო და კაპიტალის ბრუნვებს აჩვენებს.
ICC-ის თანახმად, ინდექსი დგინდება რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პარამეტრის ჯამით, ეს პარამეტრებია - იმპორტი + ექსპორტი + ფულადი ნაკადები + პირდაპირი უცხოური ინვესტიციები + შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. შემდეგ კი ხდება ამ პარამეტრების ჯამის კვარტალის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარება.
ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური დამოკიდებულება ევროკავშირთან ჰქონდა, რამაც კვარტალის მშპ-ის 22%, ანუ 1.63 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიცია რუსეთის ფედერაციამ დაიკავა, რაც მშპ-ის 18%-ს ანუ 1.32 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მესამე ადგილი კი თურქეთმა დაიკავა 1.25 მილიარდი დოლარით, ანუ მშპ-ის 17%-ით.
პირველ კვარტალთან შედარებით ინდექსში ასეთი ცვლილებები აისახა:
ევროკავშირი: შემცირდა 26% - დან 22,5%-მდე (სხვა ქვეყნების მონაცემების ზრდის გამო, თუმცა მთლიანი ფულის მოცულობაში ორივე კვარტალის მონაცემები დაახლოებით ერთნაირია).
რუსეთი: შემცირდა 26% - დან 18% - მდე (მოხდა იმპორტის, ექსპორტისა და ფულის ნაკადის შემცირება).
ჩინეთი: შემცირდა 5,5% - დან 5,2% - მდე. აშშ: შემცირდა 7.8% - დან 7.6% - მდე.
ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა შემდეგ ქვეყნებზე:
ყაზახეთი: გაიზარდა 3% - დან 4% - მდე (მოხდა ექსპორტისა და ფულის ნაკადის ზრდა);თურქეთი: გაიზარდა 12,6% - დან 17% - მდე (მოხდა იმპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა);
დიდი ბრიტანეთი: გაიზარდა 0% - დან 3% - მდე (მოხდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა).
"რუსეთზე 18%-ით იყო დამოკიდებული სიკვდილით დასჯის ტოლფასია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რომლის ტერიტორიის 20% - ი ოკუპირებული აქვს 2008 წლის ომის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან და ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაკეტა საზღვრები საქართველოსთან, რათა დაახშოს ქართული ეკონომიკა და დაიმორჩილოს ქვეყანა", - ნათქვამია ICC-ის ინდექსში.