მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ

სსს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ტარიფების ძალაში შესვლის პროცესი 15 აპრილიდან დაიწყება.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ აშშ მოლაპარაკებების შედეგად “სამართლიან და დაბალანსებულ” შედეგს დათანხმდება.

“ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე.

აშშ-ის ტარიფები უსამართლოდ და დამაზიანებლად არის მიჩნეული, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი,” - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები