მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ბაზრისთვის დადებითი სიგნალია - სტეფან ვაილერი

სტეფან ვაილერი

მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის რეგიონული მმართველი დირექტორი, სტეფან ვაილერი bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს და შესაბამის რეფორმებს განახორციელებს, რასაც გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, წევრობა სავსებით მოსალოდნელია.

“თუ ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნებს დააკვირდებით, რომელთაც ანალოგიური გზა გაიარეს, პროცესის დასრულებას და რეფორმების ჩატარებას, როგორც წესი, საშუალოდ, 6-7 წელი სჭირდება. ხორვატიის შემთხვევაში რვა წელი გავიდა, მაგრამ საშუალოდ, ექვსი წელია საჭირო.

ალბათობა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს - ლოგიკური იქნება. თუ ეს მოხდა და რეფორმების შედეგად ევროპულ ინსტიტუტებთან კონსოლიდირება შედგა, წესით ქვეყნის რეიტინგი უნდა გაიზარდოს და ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ნაკლებად სავარაუდო არ არის, რომ საქართველომ საინვესტიციო ქულისკენ ნაბიჯი გადადგას და, სავარაუდოდ, მიიღოს კიდეც. არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ინვესტორების რაოდენობა გაიზრდება, რამაც დაფინანსების ღირებულება უნდა შეამციროს, რაც, იმედი მაქვს, თავის წილ, ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მასშტაბს და მსესხებელთა რაოდენობას გაზრდის”, - განაცხადა სტეფან ვაილერმა BMG-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები