მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს - EU-ის ელჩი

ელჩი

მომდევნო კვირას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ცნობილი გახდება. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მოლაპარაკებები კლავ მიმდინარეობს და გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად ბლოკის წევრ ქვეყანათა აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა.

ერთი კვირა გვაშორებს მთავარ, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე. ამ გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიც არის. ამ დროისთვის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. არსებული სიტუაცია კი სხვადასხვაგვარია.

ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი ისაა, რომ ევროკავშირის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. თუმცა უარყოფითია, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. 1 კვირა კვლავ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად”, - აცხადებს ჰერჩინსკი.

კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის დღეს თბილისში მოქალაქეებმა “ევროპული მარში” გამართეს სლოგანებით: „გავიმარჯვებთ სახელოვნად” და „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები