"თეორია, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია და კონტაქტები ხელისუფლებასთან, უბრალოდ არ არის მართალი", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩნსკიმ განაცხადა. მასალას news.on.ge აქვეყნებს.
მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოვიდა საქართველოს ხელისუფლებიდან.
"გაფართოების ანგარიში არის ძალიან დიდი სამუშაო შედეგი, რომელიც გაწია 60-მა კოლეგამ, რომელიც აქ მუშაობდნენ საქართველოს დელეგაციაში, ასობით კოლეგისა, რომლებიც ბრუსელიდან მუშაობდნენ, რომლებიც ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ ყველა განვითარებულ მოვლენას საქართველოში.
ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვქონდა კონსულტაციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გაფართოების ანგარიშისთვის შემოვიდა საქართველოს ხელისუფლებიდან. ორჯერ შემოვიდა, პირველად 27 აპრილს მოვიდა და მეორეჯერ — 7 სექტემბერს. ორივეჯერ 530 გვერდზე მეტი ძალიან დეტალური ინფორმაცია. ყველა ეს ინფორმაცია შეფასდა და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა ეს 90-გვერდიანი ანგარიში გაფართოებისა, რომელიც თავების მიხედვით მიჰყვება ყველა საკითხს", — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ანგარიშში შექებულია საქართველოს ხელისუფლება იქ, სადაც შესაქებია, თუმცა, დემოკრატია და ფუნდამენტური ღირებულებების კუთხით, სერიოზული უკუსვლაა.
"ვაქებთ იქ, სადაც შეგვიძლია შევაქოთ და თუ დეტალებში შეხვედ თავად ანგარიშში, თქვენ ნახავთ, რომ არის პოზიტიური შეფასებებიც, მაგალითად ეკონომიკურ განვითარებაზე საქართველოს.
თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ გულახდილები, სულსწრაფები, ძალიან მკაცრად გულსწრფელები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გაფართოებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ ღირებულებებს, სამწუხაროდ კიდევ უფრო სერიოზული უკუსვლა არის საქართველოში. რატომ ვიყენებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს? იმიტომ, რომ ფუნდამენტური ღირებულებები ფუნდამენტურია, საკვანძო ღირებულებებია და გაფართოების პროცესი ეფუძნება პირველ რიგში სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
თავი, რომელიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის ღირებულებებს არის პირველი თავი, რომელიც იწყება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან და ბოლოა, რომელიც იხურება შესრულების შემთხვევაში კანდიდატ ქვეყანასთან.
ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები. სამწუხაროდ, საქართველო რჩება უკლავად კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელწოდებით", — განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში. საქართველოს შეფასება მასში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ კი არა, უკან მიდის.
























