მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ზეწოლის ფონზე Google-მა Play Store-ის რეგულაციები შეამსუბუქა

Google eu
BM. GE
20.08.25 23:34
516
სტატიაში საუბარია:

ევროკავშირის ზეწოლის ფონზე Google-მა უკან დაიხია და Play Store-ზე არსებული რეგულაციები შეარბილა. კომპანია პირობას დებს, რომ დეველოპერებს პლატფორმის მიღმა ვაჭრობის საშუალებას მისცემს და გააუქმებს მექანიზმს, რომელიც Google-ის აპლიკაციებს კონკურენტებზე უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.

როგორც ცნობილია, მარტის თვეში ევროკავშირმა ამერიკული კომპანია ციფრული ბაზრების აქტის (DMA)-ს მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა და რეაგირებაზე უარის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმების დაწესებით დაემუქრა. საქმე ის არის, რომ Play Store-ი აპლიკაციების შემქმნელებს პლატფორმის მიღმა ვაჭრობის უფლებას უზღუდავდა.

მაგალითისთვის, თუ Spotify-ს ენდომებოდა, რომ მომხმარებელს მისი სერვისი აპლიკაციაში შეეძინა, Play Store-ი დეველოპერებს ავალდებულებდა, ეს სერვისი მხოლოდ პლატფორმის გამოყენებით ყოფილიყო შესაძლებელი. შესაბამისად, კომპანია თითოეული სერვისის გამოწერისას თანხის გარკვეულ წილს მიიღებდა.

Google-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, თუმცა შიშობენ, რომ Play Store-ის მიღმა პროდუქტების შეძენის უფლების მიცემა ე.წ. სკამერობის რისკებს გაზრდის და მომხმარებელს ციფრული თაღლითობისადმი დაუცველს დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები