მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

63d3bd2e9535a
მარიამ ვარადაშვილი
27.01.23 16:07
586
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მოამზადა. როგორც Bloomberg წერს, ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უკრაინაში მიმდინარე ომში შესრულებული საქმისთვის უწესებს. საბრძოლო მოქმედებებისას რუსმა სამხედროებმა ბელარუსიდან უკრაინაზე არაერთი შეტევა განახორციელეს.

სანქციები სხვადასხვა სექტორის მათ შორის ბელარუსითვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკულ ინდუსტრიას შეეხება. კერძოდ, ევროკავშირი კრძალავს ბელარუსში სამხედრო მიზნებით გამოსაყენებელი, ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტს. აკრძალვა ეხება ნავთობს, ქვანახშირს, ფოლადის პროდუქციას, ოქროს, ფუფუნების საგნებს და ინვესტიციებსაც. 

ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ პროექტს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება. ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზეც მუშაობს, ისევე როგორც რუსული ნავთობპროდუქტებისთვის საფასო ჭერის დაწესებაზე. ახალი შემზღუდავი ზომების მიღება მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები