2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული 17 318 ბიზნესსუბიექტია მოქმედი.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა. სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, ყველაზე მეტი 2 376 კომპანია რეგისტრირებულია ინფორმაცია და კომუნიკაციის სექციაში. მას მოსდევს საბითუმო და საცალო ვაჭრობა (436 ბიზნესსუბიექტი).
საქსტატიდან Bm.ge-მ ასევე გამოითხოვა საქართველოში ბელარუსის კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა. როგორც ირკვევა, 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ 5 411 რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტია მოქმედი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქმიანობის მიხედვით, ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი ინფორმაციის და კომუნიკაციის სექციაშია რეგისტრირებული. (1 345 ბიზნესსუბიექტი).