მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსმა 25 პატიმარი აშშ-ის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბელარუსი

ბელარუსმა შეერთებულ შტატებთან მიღწეული შუალედური შეთანხმების ფარგლებში 25 პატიმარი გაათავისუფლა. როგორც ირკვევა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამ ნაბიჯის საპასუხოდ ორ ბელორუსულ კომპანიას სანქციები მოუხსნა. შეთანხმების დეტალები მედიას მინსკში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა გააცნო.

მისი თქმით, მხარეები კეთილი ნების გამოვლენის შემდეგ დარჩენილი საკითხების მოგვარებასა და დიალოგის გაგრძელებას გეგმავენ. ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში განმარტა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი პროცესის შეჩერებას არ აპირებს. ჯონ კოულის განცხადებით, შეერთებული შტატები ბელარუსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობას გააგრძელებს და უახლოეს მომავალში დამატებითი პატიმრების გათავისუფლებას შეეცდება.

არსებული ინფორმაციით, მარტის ვიზიტის დროს სპეციალურმა წარმომადგენელმა 250 პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ 25 მათგანზე მოხდა შეთანხმება.

ცნობისთვის, ბელარუსის ციხეებში ასობით მოქალაქე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო ტალღის დარბევის შემდეგ მოხვდა. ამის გამო დასავლურმა ქვეყნებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებას სანქციები მალევე დაუწესეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები