მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა ბრილიანტის მწარმოებელი კომპანია Alrosa და მისი აღმასრულებელი დირექტორი დაასანქცირა

ჯოზეფი

ევროკავშირმა, 3 იანვარს, ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის ფარგლებში, ბრილიანტის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Alrosa და მისი აღმასრულებელი დირექტორი, პაველ მარინიჩევი სანქციების სიაში დაამატა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) განაცხადა.

„ბრილიანტების აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად შემოვიღეთ, ევროკავშირი დღეს Alrosa-ს, მსოფლიოში ბრილიანტების მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას და მის აღმასრულებელ დირექტორს, სანქციების სიაში ამატებს“, - აცხადებს ბორელი X-ზე.

AFP-ის ცნობით, ევროკავშირი დეკემბერში დათანხმდა რუსეთიდან ალმასის გატანის აკრძალვას, რათა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები გაემკაცრებინა, კრემლის ხაზინისთვის ზარალის მიყენების მიზნით.

ამ სიაში შეტანილ კერძო და იურიდიული პირებს ევროკავშირში აქტივებს უყინავენ და მათზე სამოგზაურო ვიზები არ გაიცემა.

AFP-ის მონაცემებით, „ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას სანქციების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები