შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ევროკავშირმა 29 დეკემბრის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, ვის მიიჩნევს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. როგორც ყოფილი დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ვითარება საქართველოში 29 დეკემბერს მიაღწევს პიკს, როდესაც "ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალია დაგეგმილი.
„თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - წერს კარლ ბილდტი.
The massive protests continue in Tbilisi and other places in 🇬🇪. The situation will come to a head after December 29. Then 🇪🇺 and others will also have to decide whom they consider the legitimate president of 🇬🇪. pic.twitter.com/VCr7k1BvL7
— Carl Bildt (@carlbildt) December 25, 2024




























