შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ რეჟიმმა დანიშნა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი.
„გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო და ცარიელი სასახლე დატოვა“, - წერს ბილდტი. | წერს X-ზე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი.





























