მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული €10.1 მილიარდი უკრაინას გადაურიცხა

გაყინვა
BM. GE
25.08.25 21:46
1667

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული €10.1-მილიარდიანი ამონაგები მთლიანად უკრაინას გადაურიცხა. საუბარია 2025 წლის პირველი 6 თვის ამონაგებზე, რაც ამერიკულ დოლარებში თითქმის $11 მილიარდს უდრის.

აღსანიშნავია, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სარგებელი უკრაინის შეიარაღების გაძლიერებას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენებას ხმარდება.

ცნობისთვის, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების ის ნაწილი, რომლიდანაც უკრაინა ამონაგებს იღებს Euroclear-ის ფინანსურ ინსტიტუტში, ბელგიაში ინახება. საუბარი 200-დან 217 მილიარდამდე დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო აქტივების პირდაპირ უკრაინისთვის გადაცემასაც უჭერს მხარს, თუმცა რიგი ქვეყნები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯი როგორც სამართლებრივ პრობლემებს, ისე ფინანსურ არასტაბილურობას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები