მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმა - რას მოიცავს ახალი პაკეტი

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმა.

ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავისთვის იყო შემუშავებული.

სანქციები მოიცავს:

პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას;

დიპლომატების ცნობით, ამასთან ერთად, ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს 73 გემს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში არიან. ამრიგად, გემების საერთო რაოდენობა 153-მდე გაიზრდება. სანქციების თანახმად, მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროკავშირის სერვისებით სარგებლობა. ასევე, შესაძლებელი გახდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მფლობელებისა და ოპერატორების, მათ შორის კაპიტნების შავ სიაში შეყვანაც;

ახალი სანქციები SWIFT-ის ელექტრონული სისტემიდან გათიშავს 13 რუსულ ბანკს და აჩერებს რვა რუსული მედიასაშუალების სამაუწყებლო ლიცენზიებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო. სანქციების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები