მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი დაამტკიცა

სანქციების 21-ე პაკეტი

ევროკავშირმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სანქციების სიას 1 600 ახალი სუბიექტი ოფიციალურად დაამატეს.

როგორც ირკვევა, ახალი შეზღუდვები მიზნად კრემლის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის შესუსტებას და სარაკეტო წარმოების შეფერხებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ ორშაბათს გამართული კენჭისყრა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო და განხილვას დრო არ დასჭირვებია, რადგან ბლოკის წევრებმა საერთო პოზიცია წინასწარი კონსულტაციების დროს ისედაც შეათანხმეს.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა ახალი გადაწყვეტილების დეტალები სოციალურ პლატფორმა X-ზე გაასაჯაროვა. დიპლომატის შეფასებით, სანქცირებულ სუბიექტთა ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვს პირდაპირ უკავშირდება. კალასის თქმით, ბლოკი ახალი სანქციებით მნიშვნელოვნად აფერხებს და აძვირებს იმ შეიარაღების შექმნას, რომელსაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს.

საყურადღებოა, რომ დამტკიცებული შეზღუდვების სია, გადახედვის აუცილებლობის გარეშე, ძალაში სამი წლის განმავლობაში დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები