მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რუსულ საბანკო სექტორს შეეხება

eu ue

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეიმუშავა. არსებული ინფორმაციით, ამჯერად ბრიუსელი მკაცრ შეზღუდვებს რუსულ საბანკო ქსელებს და იმ ალტერნატიულ ფინანსურ პლატფორმებსაც დაუწესებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გადარიცხვებში და ეკონომიკურ აქტივობაში აქტიურად მონაწილეობენ. როგორც ირკვევა, ევროპული მხარის ეს ნაბიჯი მიზნად რუსეთში საბანკო კრიზისის გამოწვევას და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ 21-ე პაკეტით სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტების სიაში დამატებით 90 რუსული ბანკი მოხვდება და არსებული ორგანიზაციების რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. საყურადღებო ფაქტია, რომ ის საერთაშორისო კავშირების მქონე რუსული კრედიტორების 50%-ზე მეტს მოიცავს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი სანქცირებულთათვის ფინანსური აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და ტრანზაქციების სრულ შეჩერებას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ ევროკომისია პარალელური შეზღუდვების შემოღებისთვისაც ემზადება. კერძოდ, ის მუშაობს 35 ბანკთან და 12 კრიპტოპლატფორმასთან, რომელთა დახმარებითაც რუსეთიდან ტრანზაქციები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. Reuters-ის ცნობით, ევროპული უწყება დააწესებს მკაცრ კონტროლს იმ ვირტუალურ სისტემებზეც, რომლებიც მოსკოვს მესამე ქვეყნების გავლით საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები