მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა სწრაფად მზარდი კომპანიების მხარდასაჭერად, €5 მილიარდიანი ფონდი დააფუძნა

EPC-ის მე-8 სამიტი

დღეს ევროკომისიამ დაასრულა ყველა საჭირო პროცედურა 5 მილიარდ-ევროიანი Scaleup Europe Fund-ის დასაფუძნებლად. ფონდით სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანიები უნდა დაფინანსდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსგავს კომპანიებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც ევროპა ინვესტიციას დებს ინოვატორებში, ევროპა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ მომავალში. სწორედ ეს არის ჩვენი Scaleup Europe Fund-ის მიზანი. დღეიდან ის უზრუნველყოფს, რომ ჩვენს სტარტაპებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ რომ ჩამოყალიბდნენ მსოფლიოში ლიდერ კომპანიებად, რათა ევროპული ინოვაციები კონკურენტული გახადონ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ფონდს უკვე შეუძლია სრული დატვირთვით ფუნქციონირება და ინვესტიციების განხორციელება ევროპის მზარდ კომპანიებში. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ახალი ფონდი ინვესტიციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები