მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უკრაინას დრონების შესაძენად €3.9 მილიარდი გადაურიცხა

უკრაინა ევროკავშირი

ევროკავშირმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების შესასყიდად €3.9 მილიარდი ($4.33 მლრდ) გადაურიცხა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტრანში იმ €90-მილიარდიანი სასესხო ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც EU-მ მიმდინარე წლის დასაწყისში დაამტკიცა.

მიმდინარე გადარიცხვას წინ ევროკომისიის მიერ 25 ივნისს განხორციელებული პირველი ტრანში უძღოდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების მხარდასაჭერად €3.2 მილიარდი ($3.55 მლრდ) მიიღო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.

"უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენ დრონების ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილ პირველ, €3.9-მილიარდიან ტრანშს გამოვყოფთ, რასაც შემდგომი დახმარებაც მოჰყვება. ეს ინვესტიციები უკრაინას მოქალაქეების დაცვაში, სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარება", — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები