მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითარება იცვლება... გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ინდუსტრიებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებს გამოაცხადებს, ასევე აპირებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვას.

"ახლახან ჩამოვედი კიევში, ომის დროს უკრაინაში ჩემი მე-11 ვიზიტით.

ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შექმნა. ვითარება იცვლება.

მე გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციისთვის, რათა შევძლოთ მეტი და უფრო სწრაფად წარმოება.

ასევე განვიხილავთ გაწევრიანების საკითხს და ამ ზამთრისთვის მზადებას", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები