მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - საქართველო ჩამონათვალში რჩება

5f23e6ad9d8d1
ნათია თაქთაქიშვილი
31.07.20 14:00
2595
ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელიც პერიოდულ განახლებას ექვემდებარება. ახალი სია ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

განახლებული ინფორმაციით, ახალი სიიდან ამოღებულია ალჟირი.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი არის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ჩინეთიც მიიღებს.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები შემდეგ სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ:

•ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს;

•ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს;

•გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში ტესტირებების, კონტაქტების მოძიებისა და მკურნალობის პრაქტიკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები