მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირს ძლიერი სუვერენიტეტისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სჭირდება - კახა კალაძე

კახა კალაძე

„ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს ძლიერი სუვერენიტეტით და ძლიერი ეკონომიკით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. ევროკავშირში არავის სჭირდება „გაფარჩაკებული“ ქვეყნები. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის მქონე, სახელმწიფოებრივად შემდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები.

გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო გვექნება და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც მართლა ევროკავშირში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები