მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები - TOP-10

62c926c7ae53a
თელარა გელანტია
09.07.22 11:13
1282
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველო-ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 429 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტზე 352 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან 1 მილიარდ 77 მლნ დოლარის საქონელი ვიყიდეთ. ევროკავშირში საექსპორტო TOP-პროდუქტების პირველ სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი და სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი. საიმპორტო სამეულს კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული და მსუბუქი ავტომობილები ქმნიან.

Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 10 კომპანიის სია, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებენ ან იმპორტით არიან დაკავებული.

ევროკავშირის ქვეყნებში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები 2022 წლის იანვარ-მაისში:

სს RMG Copper;
სს რუსთავის აზოტი;
შპს Caucasian Metals Terminal;
შპს აჩი და ანლი;
შპს თბ ექს;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
შპს ჯეორჯიან პროდაქტს;
შპს ჯორჯიან მანგანეზი;
შპს ჰანდლერ კორპორეიშენ.

(შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)


ევროკავშირის ქვეყნებიდან უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები 2022 წლის იანვარ-მაისში:

სს გეფა;
სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
შპს ავერსი-ფარმა;
შპს აკა;
შპს ალტა;
შპს ვიზ ეარ ჰანგერი ეარლაინს, საქართველოს ფილიალი;
შპს ლუკოილ-ჯორჯია;
შპს პსპ ფარმა;
შპს რომპეტროლ საქართველო;
შპს ჯე ტრეიდ;

შენიშვნა: იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები