მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტმა $129 მილიონით იკლო - EU-ს წილი ექსპორტში 12%-ია

ევროკავშირი

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროგრესს ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლის შემდეგ მიაღწია.

პოლიტიკური მიმართულებით არსებული მიღწევების მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან EU-ში 669 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 129 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით ნაკლებია.

შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12% შეადგინა. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 16% იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. თუკი გასული წლის 11 თვეში ექსპორტი 411 მილიონი დოლარი იყო, წელს მან მხოლოდ 295 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე შემცირებულია თხილის და კაკლის ექსპორტი, 65 მილიონი დოლარიდან 46 მილიონ დოლარამდე.

ამასთან, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 249 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

ექსპორტი ევროკავშირთან 2013-2023 წლებში
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები