მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში გაზის მოხმარება დაგეგმილზე მეტად, 18%-ით შემცირდა

64427fb60f83d
მარიამ ვარადაშვილი
21.04.23 16:40
468
Eurostat-ის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტში ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოხმარება 17.7%-ით შემცირდა, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ევროგაერთიანება წევრი ქვეყნებისგან მოითხოვდა. გასული წლის ივლისში მიღებული რეგულაციით, წევრ ქვეყნებს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე უნდა შეემცირებინათ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მოხმარების შემცირება როგორც კლიმატურ პირობებს [შედარებით ზომიერი ზამთარი], ასევე მოხმარების შემცირების პოლიტიკასა და ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასს უკავშირდება.

ევროკომისია აცხადებდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 500 ევროს დაზოგვას შეძლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ რეკომენდაციებს ევროკავშირის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინებდა, ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის და 17 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ევროკავშირის მოთხოვნას ენერგორესურსებზე.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის უმეტესმა ქვეყანამ 15%-იან სარეკომენდაციო მოთხოვნა შეასრულეს. ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირების ყველაზე დაბალი 0.2% ირლანდიას, ხოლო ყველაზე მაღალი 56%-იანი მაჩვენებელი ფინეთს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები