მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირში მწეველთა რაოდენობით ბულგარეთი ლიდერობს - Eurostat-ის მონაცემები

ეუ

ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც Eurostat-ის 2023 წლის სტატისტიკას ეყრდნობა. კვლევის მიხედვით, ევროკავშირში მწეველთა საშუალო მაჩვენებელი მოსახლეობის 24%-ს შეადგენს, თუმცა წევრ სახელმწიფოებს შორის მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ქვეყნები თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:

რეიტინგის სათავეში ბულგარეთი იმყოფება, სადაც მოსახლეობის 37% მწეველია. მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნებიც:

  • ბულგარეთი - 37%
  • საბერძნეთი - 36%
  • ხორვატია - 35%
  • რუმინეთი - 34%
  • ლატვია - 33%
  • ავსტრია - 32%

ქვეყნები თამბაქოს მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით:

თამბაქოს მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შვედეთში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 8% ეწევა. ევროპარლამენტის ინფორმაციით, უახლესი შიდა ეროვნული მონაცემების მიხედვით, შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც უკვე 2025 წლისთვის მიაღწია ევროკავშირის მიერ 2040 წლისთვის დასახულ სამიზნე ნიშნულს (მწეველთა წილის 5%-მდე შემცირება).

ყველაზე ნაკლებად მწეველი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  • შვედეთი - 8%
  • ნიდერლანდები - 11%
  • დანია - 14%
  • ფინეთი - 15%
  • ირლანდია - 16%

ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, 2040 წლისთვის წევრ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები იყოს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მონაცემები არ მოიცავს თამბაქოს სხვა ალტერნატიული პროდუქტების, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები, მოხმარების სტატისტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები