მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში შესვლით 500-მილიონიან ბაზარზე შედიხარ - გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ნამდვილად გამოიწვევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ხელშეკრულების გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ევროგაერთიანებას არ აქვს ეს შეთანხმება. ამის მიუხედავად, გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებაა.

ასე პასუხობს ის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს, ეკონომიკურად კი საქართველოში ღვინის სექტორს დააზიანებს.

"ევროკავშირში გაწევრიანება გვაძლევს საშუალებას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევიდეთ კანადასთან, ჩილესთან, მექსიკასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან. ამას გარდა, მისი წევრობა უკვე გაძლევს ევროკავშირის მარკირებას, რაც გულისხმობს ნებისმიერ ბაზარზე უფრო თავისუფლად შესვლას და უფრო კონკურენტუნარიანობას. ესეც ხომ უდიდესი უპირატესობაა. თავად ევროკავშირის შიგნით ბევრად უფრო გეხსნება ბაზარი მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპული კომპანიები შემოდიან და თავად ახდენენ შენი საქონლის მარკეტინგს და 500-მილიონიან ბაზარზე შედიხარ, როგორც სრულყოფილი წევრი. როცა ევროკავშირის წევრი ხდები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ვისთანაც მას არ აქვს მაინც უქმდება, მაგრამ ევროკავშირს აქვს სრულფასოვანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თურქეთთან. ჩვენ კი მხოლოდ შეზღუდული რეჟიმი გვაქვს. საუბარი ცალმხრივად იმაზე, თითქოს ყაზახეთთან გაუქმდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი - მერე რა, ევროკავშირი ყაზახეთთან უფრო მეტს ვაჭრობს, ვიდრე საქართველო - აბსოლუტური აბსურდია", - ამბობს გოგოლაშვილი.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და დღეს ბლოკში გაწევრიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები