მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კორონავირუსის გამო მინიმუმამდეა შემცირებული

5ee34290157dc
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 20:40
925
2020 წლის გაზაფხულზე ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 10-წლიან მინიმუმს მიაღწია, რაც დიდწილად კორონავირუსის პანდემიითა და საზღვრების ჩაკეტვით არის განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

თავშესაფრის მხარდაჭერის ევროპული ბიუროს (EASO) მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში თავშესაფარი 8,730-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე (61,421) 86%-ით ნაკლებია.

„რა თქმა უნდა, თავშესაფრის პოტენციურ მაძიებელთა წვდომა ბოლო თვეებში მკაცრად იყო შეზღუდული. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ამ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც დევნასა და ძალადობას გაურბიან“, - აცხადებს EASO-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინა გრეგორი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აპრილში დარეგისტრირებული განაცხადების უმეტესობა სირიის, ავღანეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებს ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები