„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის და ფინანსური დირექტორის ვახტანგ ბაბუნაშვილის აზრით, საქართველოს ევროკავშირთან მეტი დაახლოება ფინანსურ რესურსს გააიაფებს, რაც მომხმარებელზეც აისახება.
"როცა ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული ფული - დოლარი და ევრო უფრო იაფი ხდება, რაც თავისთავად აისახება საბანკო პროდუქტების ფასზე", - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის კომენტირებისას განაცხადა.
„ევროპასთან მეტი სიახლოვე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისთვის ამოსავალი წერტილია. საბანკო სექტორის საწვავი კი, რა თქმა უნდა, ფინანსებია.
რეგულაციების მხრივ კი, ქართული საბანკო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისია და შეიძლება, უფრო მკაცრიც კი არის; ვისაც საზღვარგარეთ საბანკო მომსახურება მიუღია, დამეთანხმება, რომ ქართული საფინანსო სექტორის მომსახურების ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამდენად, ჩვენი საბანკო სექტორი შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ევროპაში ინტეგრაციის ერთ-ერთ კარგ მაგალითად, როგორც საკმაოდ ძლიერი, კარგად ჩამოყალიბებული სექტორი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ქართველები კარგი ბანკირები აღმოჩნდნენ“, - თქვა ვატო ბაბუნაშვილმა.
ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.