მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია დღეს გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს - რა მოლოდინი აქვს ირაკლი კობახიძეს?

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის გაფართოების ახალ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება, „დიდ ცვლილებას არ ელოდება“.

მისი თქმით, ქართული მხარე ყურადღებით გაეცნობა წარმოდგენილ დოკუმენტს და რეკომენდაციების გათვალისწინება მათი შინაარსის მიხედვით გადაწყდება. კობახიძემ ევროკავშირის რეკომენდაციები საბჭოთა პერიოდის დირექტივებს შეადარა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ იმ მითითებებს გაითვალისწინებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

„დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით.

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა იმსჯელოს ამ რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ რეკომენდაციას, სადაც გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ და სადაც ვნახავთ, რომ კონკრეტული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქ ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროგრესის შეფასებას მოიცავს.

შარშანდელ ანგარიშში ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე არსებითად შეფერხდა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ფაქტობრივად „მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა“.

ევროკომისია ყოველწლიურ ანგარიშში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლას აფასებს - მათ შორის არის საქართველო, რადგან ის კანდიდატი ქვეყანაა. ანგარიში ყოველწლიურია, კრიტერიუმები - მკაფიო, სტანდარტები კი ყველასთვის ერთნაირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები