მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია წინადადებას მოამზადებს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე - RFE/RL

ევროკავშირი-საქართველო

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას გაუუქმებს.

"საგარეო საქმეთა მინისტრების დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო სანქციები სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა. ამის მიუხედავად ევროკომისია, სავარაუდოდ ამ კვირაში, მაინც მოამზადებს წინადადებას ქართველ დიპლომატებისთვის უვიზოს შეჩერებაზე. ამისთვის საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს", - წერს იოზვიაკი X-ზე.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რადგან სანქციებისგან განსხვავებით მას მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

"ეს უმრავლესობა ევროკავშირის 14 ქვეყანაა. ევროკომისია მოამზადებს ამ შეთავაზებას და თან აამუშავებს კიდეც", - ამბობს გოგოლაშვილი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დღეს, 16 დეკემბერს, თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის დღევანდელ საბჭოზე 2 საკითხი განიხილება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ პერსონალურ სანქციებზე (“ქართული ოცნების” წარმომადგენლების) და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები