მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკომისიას ყულევთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მივაწოდეთ... ვფიქრობ, პაკეტში საქართველო არ მოხვდება" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მე-20 პაკეტში საქართველო, უფრო კონკრეტულად კი ყულევის პორტი არ იქნება.

"ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი", - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება.

"ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევშირ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ისრ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები