ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად. ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით.
ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.